www.sto.de
|
www.stocretec.de
|
www.sto.com

რჩევები და შტო-ს გეგმარების მომსახურება

200-ზე მეტი კონსულტანტი 90 ადგილზე

ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მშვენიერი სამშენებლო მასალებია, არამედ სრულყოფილი ნაგებობები - ამისათვის ჩვენ წარმოდგენილი ვართ 200-ზე მეტ კონსულტანტთან ერთად 90-ზე მეტ ადგილზე გერმანიაში. ჩვენ სიამოვნებით დაგითმობთ დროს, აგიხსნით ჩვენს პროდუქტებს და ვეძებთ ტექნიკურად და ესთეტიურად პირველი კლასის გადაწყვეტილებებს. გამოიყენეთ შტო-ს სერვისი თქვენი პროექტებისთვის!

შტო-ს გაყიდვების კონსულტანტი: საკონტაქტო პირი პროფესიონალი ხელოსნებისთვის
ჩვენი კონსულტანტები ყოველთვის არიან იქ, როდესაც (და სადაც) გჭირდებიან ისინი - მთელს მსოფლიოში. ჩვენ მოგემსახურებით თქვენ სწრაფად, პირდაპირ და შემოვლითი გზების გარეშე.

შტო-ს პროექტის მენეჯერი: აქტიურია თქვენს მშენებლობაში
შტო-ს პროექტის მენეჯერი თქვენთან ერთად შეიმუშავებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს თქვენი სამშენებლო პროექტისათვის, კოორდინაციას უწევს სამუშაოს შტო-ს ჯგუფის შესაბამის ექსპერტებთან ერთად და ამით ხელს უწყობს მთლიანობაში ოპტიმალურად საერთო შედეგს. ჩვენი პროექტის მენეჯერი პირადად გაჩვენებთ შტო-ს ახალი მომსახურების პაკეტის უპირატესობებს.

შტო-ს ტექნიკური მრჩეველი: ის ახსნის ყველა პროდუქტს
ტექნიკური კომპეტენცია და სამშენებლო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება - ესაა ის, რაც განასხვავებს შტო-ს ტექნიკურ კონსულტანტებს. როგორც ჩვენი მომხმარებელი, დაგეგმვის ეტაპიდან იღებთ კომპეტენტურ მხარდაჭერას ან ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას ადგილზე.

შტო-ს გამოყენების ტექნიკოსი: პროფესიონალური დახმარება ადგილზე
როდესაც შტო-ს პროდუქტების მოხმარების ტექნიკა ჯერ კიდევ არ არის ნათელი ან თუ წარმოიქმნება მოულოდნელი სირთულეები დამუშავების დროს, ამ შემთხვევაში შტო-ს ტექნიკოსი დაეხმარებათ. როგორც კვალიფიციური ტექნიკური საკონტაქტო პირი, ის მხარს გიჭერთ თქვენ და თქვენს გუნდს შტო-ს პროდუქტების სწორ მოხმარებასა და დაზიანების გარეშე გამოყენებაში.

ფერთა შერჩევა StoDesign-ით

Farbplanung StoDesign

იდივიდუალური ფერთა და მასალების კონცეფციები

ფილიალები

Sto Standorte

შტო-ს ყველა ფილიალი